The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა არაბული

კობა არაბული
სხვა სახელი:გველის-მჭამელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი, სოფელი დათვისი(ხევსურეთი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს. 1971 წელს იმავე უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

1979-1991წწ. მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ჯერ სცენარისტად და შემდგომ უფროს რედაქტორად, პირველ შემოქმედებით გაერთიანებაში; 1990-1996წწ. გამოსცემდა მშობლიური მიწის მოვლის და კულტურულ მემკვიდრეობათა ხელშემწყობ გაზეთს - "წუთისოფელი"; მოამზადა "ხოგაის მინდიას სახლის" პროექტი: "ტრადიციული სოფელი ჩაკეტილ ისტორიულ სივრცეში". ჟურნალ "მითი და ტრადიციის" რედაქტორი. არის სცენარის ავტორი ფილმებისა: "ხევსურეთი - მითის გაცოცხლება"(რეჟისორები შალვა და მერაბ ჩაგუნავები, 1991), "კაშხალი მთაში"(რეჟისორი ნოდარ მანაგაძე, სცენარის თანაავტორები - გურამ გეგეშიძე, ნოდარ მანაგაძე, 1977).

წყარო: საქართველოს ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ ტრადიციათა ცენტრი, წევრი
  • ეროვნული აკადემია, წევრი
  • მწერალთა გაერთიანება "ბახტრიონი", თავმჯდომარე
  • ოქროს აკვანი, წევრი
  • პროფესიონალ მწერალთა დაცვის ცენტრი, პრეზიდენტი
  • სრულიად საქართველოს თემთა დარბაზი, წევრი და დამფუძნებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: