The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1933
გარდაცვ. თარიღი:1 ოქტომბერი, 2009  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1958-1964წწ. მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში"., 1973-1981წწ. ჟურნალ ''საბჭოთა ხელოვნების’’ მთავარი რედაქტორად, 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება მსოფლიოს მრავალ ენაზე. მისი შემოქმედებისადმი მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესის დასტურია ის, რომ 1999 წელს მწერალი დასახელებული იყო ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი "ლონდრე", 1965 წელს.

წყარო: burusi.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის მდივანი (1981-1987)
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტი, პასუხისმგებელი მდივანი (1964-1973)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
    ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • 1997 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1983 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: