The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ონაშვილი

ნათელა ონაშვილი
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2005  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს.

მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლიტერატურის კათედრებზე დოცენტის თანამდებობაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ილ. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენეთა და კულტურის უნივერსიტეტში დოცენტად. იგი ავტორია ლექსისა "თუ ასე ტურფა იყავი...", რომლის სტრიქონებზე შექმნილი სიმღერა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჰამლეტ გონაშვილის შესრულების შემდეგ; პროზაიკოსი, ლიტერატურის მცოდნე; ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.250

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: