The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ბათიაშვილი

გურამ ბათიაშვილი
Date of birth:10 January, 1938  (86 years)
Category:Playwright, Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს.

1965-1967 წლებში მუშაობდა გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ლიტმუშაკად, 1967-1971 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების რედაქტორად, 1971-1983 წლებში ჟურნალ "თეატრალური მოამბის" პასუხისმგებელ მდივნად, 1983 წლიდან დღემდე ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება" მთავარ რედაქტორად, 1993 წლიდან გამოსცემს ებრაული თემატიკის გაზეთს ქართულ ენაზე "მენორა", 1990 წლიდან მსოფლიო ებრაული კონგრესის (ნიუ-იორკი) გამგეობის წევრი, საქართველოს მწერალთა, თეატრის მოღვაწეთა კავშირების გამგეობის წევრი. მის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უჭირავს საქართველოს ებრაელთა 26 საუკუნოვან ყოფას. სურს მკითხველს კვლავაც უამბოს ებრაელთა ცხოვრებაზე საქართველოში, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე, ამას გარდა თარგმნილი აქვს მიხ. შოლოხოვის, ვ. როზოვის, ა. აბდულინის, ალექსეი არგუნის (აფხაზი დრამატურგის) პიესები. არის ისრაელის პრეზიდენტის "თეუდათ ო კარა" ღირსების რწმუნების მფლობელი.

წყარო: "საიუბილეო თარიღები (თეატრი, მუსიკა, კინო)", თბილისი, 1988, გვ.6; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.46

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მწერლობისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, ლიტერატურის დარგში
  • 1991 - საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, პუბლიცისტიკის დარგში
  • 1987 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის პრემია

Bibliography


Share: