The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ჭელიძე

ჯემალ ჭელიძე
Date of birth:21 June, 1938  (85 years)
Category:Scientist, Translator, Poet, Publicist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს.

1957 წლიდან მისი პირველი პუბლიკაციები იბეჭდება ქართულ პრესაში: ლექსები, სტატიები, წერილები, თარგმანები რუსული, პოლონური და ინგლისური ენებიდან. მის მიერ ითარგმნა შემდეგი ავტორები: ტადეუშ რუჟევიჩი, მ. გოლდენი, ი. ლენარტი, შ. ანდერსონი, ჰ. ბეხლეროვა, ლონგფელო, ლესლი ვულფ ჰედლი, თ. მური, ი. ბჟეხვა, პ. ვაისი, ზ. მარხლევსკა, ეჟი სტეფან სტავინსკი, ბ. დროზდოვსკი, მ. ლიდა, ბერნარდ შოუ, ე. ბრილი, სტანისლავ მროჟეკი, დეილ კარნეგი. თარგმნილი წიგნები: ტ. რუჟევიჩის ლექსების კრებული; ზ. მარხლევსკას მოთხრობების კრებული: "ცისკრის მოლოდინში"; ბ. დროზდოვსკის რომანები: "არმინ ლასკოვიჩის ვნებანი" და "ამწე"; ეჟი სტეფან სტავინსკის რომანი: "პიკის საათი"; პიტერ კელდერის: "ტიბეტელთა უძველესი პრაქტიკა"; სტეფან ჟერომსკის რომანი: "ერთგული მდინარე"; დეილ კარნეგის: "როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები", შემდეგ წლებში მას დაემატა დოროთი კარნეგის: "როგორ დავეხმაროთ ქმარს ცხოვრებაში, წარმატებას რომ მიაღწიოს." პიესები: მ. ლიდა - "სათადარიგო საცოლე" დაიდგა მუსკომედიის თეატრში (1978), ტ. რუჟევიჩი - "კარტოთეკა"- კ. მარჯანიშვილის თეატრი (1984, პიესა დაიბეჭდა ჟურნალ "ხელოვნებაში"), პ. ვაისის "მარატის მკვლელობა"- მეტეხის თეატრი (1982, პიესა დაიბეჭდა ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში"), ბ. შოუ - "როგორ ატყუებდა იგი ქმარს" და "ბედის რჩეული" ახმეტელის სახ. თეატრი,  ე. ბრილი - "სერობა" (1993) მსახიობთა თეატრი, ს. მროჟეკის პიესა - "პოლიცია" მსახიობთა თეატრი (2013). 2014 წელს პიესა "პოლიცია" დაიდგა ახმეტელის თეატრშიც პოლონელი რეჟისორის მიერ. პიესა "მარატის მკვლელობა" 2018 წელს დაიდგა თეატრალური სარდაფში, იგივე პიესა დაიბეჭდა ილიაუნის გამომცემლობის მიერ. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოქტორი.

სადისერტაციო თემა – "ქართულ - პოლონური ლიტერატურული ურთიერთობანი", დაიცვა 1975 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1995-)

Awards and Honors

  • 2007 - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია
  • 2001 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

Bibliography


Share: