Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ურუშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს. 1986-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების ასპირანტი; 1989-1995 წლებში ამავე განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1995 წლებში გაზეთის "თავისუფალი საქართველო" კორესპონდენტი; 1991 წელს რადიო "თავისუფალი საქართველო"-ს პოლიტიკური მიმომხილველი; 1992-1993 წლებში გაზეთის "საქართველოს სამრეკლო" პ/მგ. მდივანი; 1992-1993 წლებში არალეგალური გამოცემის "ქართული აზრი" ერთ-ერთი გამომცემელი; 1995 წლიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენის "ადამიანის უფლებები" რედაქტორ-გამომცემელი. 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის დირექტორად. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი საგაზეთო წერილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |