The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურანდა ღვალაძე

გურანდა ღვალაძე
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2020  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1956-1959 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტი, 1959 წლიდან მოღვაწეობს ამავე ინსტიტუტში. არის 200-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედალი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის შეერთებული შტატების საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1998-)
  • აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემია, აკადემიკოსი (1999-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: