The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ვახუშტი კოტეტიშვილი

ვახუშტი კოტეტიშვილი
Date of birth:4 August, 1935
Date of death:7 August, 2008  (at 73 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1959 წელს.

1965–1977წწ. იყო თსუ–ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ–ხელმძღვანელი 1994 წლიდან. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები –1958 წელს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აფეზის ლირიკის გაგებისათვის", დაიცვა 1964 წელს, სადოქტორო – "სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა", დაიცვა 1975 წელს. 

სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში.  სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“ და სხვა.  გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა.

ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი  ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80–იან წლებში ტარდებოდა. 

Member of Organizations

  • იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი, თავჯდომარე
  • საქართველო–აზერბაიჯანის საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი
  • ფოლკლორისტული კლუბი "ჯავარი", პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1995 - ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტრო (ვენა) (პრემია)
    რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისათვის
  • 1990 - ქართულ-ევროპული ინსტიტუტი(პარიზი) (პრემია )
    რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისათვის

Bibliography


Share: