The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ჯავახაძე

ვახტანგ ჯავახაძე
Date of birth:29 July, 1932  (92 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს.

1956 წლიდან მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში"; 1977 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1980 წლიდან მთავარი რედაქტორი; ლექსებს აქვეყნებს 1952 წლიდან; ლექსების პირველი კრებული "საყვარელი ქარები" 1959 წელს გამოსცა. ძირითადი პოეტური კრებულები: "ნაწვიმარი ქუჩები" (1963); "ათასი მზე" (1968); "სამხრეთი" (1970); "მეშვიდე" (1974); "ანაბეჭდი" (1975); "მარტი, აპრილი, მაისი" (1977); "წეროების სამკუთხედი" (1978); "შედარება" (1980); "ერთტომეული" (1982); "და ასე შემდეგ" (1983). მის პოეზიაში შეინიშნება მძლავრი ირონიულ-პაროდიული ნაკადი, გროტესკული წარმოსახვა. თარგმნა ვ. მაიაკოვსკის პოემები; ცალკე წიგნად გამოსცა კრებული "ლირიკული მოზაიკა" (1981), სადაც შევიდა საბჭოთა რესპუბლიკების ხალხთა პოეზიის ნიმუშების თარგმანები. ვახტანგ ჯავახაძის ლექსები თარგმნილია: რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ესტონურ, მოლდავურ, პოლონურ, უნგრულ, რუმინულ და სხვა ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.524; გამომცემლობა ინტელექტის ვებ-გვერდი: intelekti.ge

Awards and Honors

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2017 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო პოეტური კრებული
    ელეგია და სხვა : ლექსების კრებული / ვახტანგ ჯავახაძე .-თბილისი : ინტელექტი, 2016 .-148გვ.
  • 2017 - ლიტერატურული პრემია "ლიტერა", წლის საუკეთესო პოეტური კრებული
    ელეგია და სხვა : ლექსების კრებული / ვახტანგ ჯავახაძე .-თბილისი : ინტელექტი, 2016 .-148გვ.
  • 2011 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2008 - ლიტერატურული პრემია "გალა", წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი
    უცნობი : აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა / ვახტანგ ჯავახაძე.-თბილისი : საარი, 2007.-708გვ.
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: