Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის განხრით 1956 წელს. 1959–1973წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1973 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე; მან პირველი თარგმანი – "გილგამეში" (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებით) 1963 წელს გამოაქვეყნა; 1978 წელს თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის "ოდისეა". ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები. პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "გილგამეშის ეპოსი", დაიცვა 1965 წელს, სადოქტორო – "ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 190; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 31 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |