Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
მიხეილ ქვლივიძე
| Date of birth: | 22 February, 1925 |
| Date of death: | 20 July, 2005 (at 80 years) |
| Burial location: | ქ. თბილისი, საბურთალოს სასაფლაო |
| Category: | Poet |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1950 წელს.
1951-1954წწ. იყო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტი. სადისერტაციო თემა–"ვეფხისტყაოსნის დასურათების საკითხისათვის". მართალია მან დისერტაცია არ დაიცვა, მაგრამ მისი ეს ნაშრომი ორჯერ გამოიცა წიგნად.
1954-1959 წწ. დაინიშნა საკავშირო მწერალთა კავშირში საქართველოს წარმომადგენლად. 1960-1965წწ. მუშაობდა რედაქტორად საკავშირო გამომცემლობაში "Советский писатель". წერდა კრიტიკულ სტატიებსა და საბავშვო წიგნებს, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა ქართული პოეზია რუსულ, პოლონურ, უნგრულ, იტალიურ და სხვა ენებზე და ასევე თარგმნიდა პოლონელ და უნგრელ პოეტებს. მან შეადგინა და პოლონეთში გამოსცა "ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია", ხოლო უნგრეთში - "თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია". 1982 წელს, ქართველი პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში" რუსული რედაქციის გამგედ. რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი თარგმანითაა ცნობილი თ. აბულაძის ფილმები: "ნატვრის ხე’" და "მონანიება", თ. ბაბლუანის "უძინართა მზე", ნ. ჯანელიძის "იავნანა" და მრავალი სხვა. 1992-1995წწ. მიხეილ ქვლივიძე კითხულობდა ლექციებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში.
Member of Organizations
- ევროპის მწერალთა კავშირი, წევრი (1962-1966)
- კინოსტუდია "ქართული ფილმი", სასცენარო საბჭოს წევრი (1962-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1952-)
Awards and Honors
- 2001 - საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია, პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის
- 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1995 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- 1995 - ღირსების ორდენი
- 1993 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
- 1970 - მედლები, პოლონური და უნგრული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის
- 1958 - საპატიო ნიშნის ორდენი
Bibliography
- კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს : ლექსები (Author). - თბილისი, თობალისი, 2004. - 110გვ.. - ISBN: 99940-751-0-1
- ვაპირებ ცხოვრებას... : ავტობიოგრაფიული ჩანაწერები (Author). - თბილისი, თობალისი, 2002. - 205გვ.. - ISBN: 99928-979-0-2
- ეკო : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1997. - 40გვ.
- ერთტომეული (Author). - თბილისი, საქართველო, 1994. - 404გვ.
- ჩურჩულით და ხმამაღლა: უჯრის პატიმრები, იმ დუხჭირ დღეთა ქრონიკა, ჩემი ანთოლოგია (Author). - თბილისი, მერანი, 1994. - 180გვ.
- ლექსამდე და ლექსის შემდეგ : ჩანახატები (Author). - თბილისი, მერანი, 1990. - 93გვ.
- სარკესთან : ლექსები (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 399გვ.
- გარდაქმნა : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1988. - 119გვ.
- წყნარი საღამო : ლექსები და ნახატები (Author). - თბილისი, ნაკადული, 1987. - 70გვ.
- შენთან ყოფნიდან უშენობამდე : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1982. - 71გვ.
- ფიქრები... ფიქრები... : მოთხრობები (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1978. - 165გვ.
- გაგრძელება იქნება : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1969. - 263გვ.
- ''ვეფხისტყაოსნის'' დასურათებანი (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 239გვ.
- დაბრუნება : ლექსები (Author). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 98გვ.
- მოვდივარ, დამიხვდი : ლექსები (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1959. - 123გვ.
|