The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მუხრან მაჭავარიანი

მუხრან მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1929
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 2010  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი;  1956 წლიდან ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1957–1963წწ. მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ; 1963–1964წწ. ჟურნალ "პიონერის" მთავარ რედაქტორად; 1967–1982წწ. ჟურნალ "დილის" მთავარ რედაქტორად; 1982–1988წწ. ალმანახ "საუნჯის" მთავარ რედაქტორა; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული. მისი პოეზიის ესთეტიკას განსაზღვრავს მისი მოქალაქეობრივი კრედო, შეურიგებლობა და წინააღმდეგობაში ყოფნა არსებულ რეალობასთან. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩეხურ, პოლონურ, ბულგარულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. პოეტი - აკადემიკოსი. მ. მაჭავარიანის სრული ბიბლიოგრაფიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში: catalog.nplg.gov.ge

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. -გვ. 514; burusi.wordpress.com; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geparliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 242

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი , თავჯდომარის პირველი მოადგილე, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე" , წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფლება", წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2009-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1954-1992)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1988-1992)
  • საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1989-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - კირილესა და მეთოდეს ორდენი (ბულგარეთის სახელმწიფო ჯილდო)
  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 - წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1958 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: