The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ნიშნიანიძე

შოთა ნიშნიანიძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1999  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს.

1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა. 1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად. 1958-1960წწ. სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-1977წწ. - მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1976-1982წწ. -ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი, სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "საუნჯეს". მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გქმოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული "მე და შენ" გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 245-246

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1984-1986)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი მდივანი, მდივანი (1981-1984)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ღირსების ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

  • 100 ლექსი : ღმერთო, მიმრავლე სათნოების დღე; სერობის ღამე მერაბ ბერძენიშვილის ძეგლთან; "კიდევაც დაიზრდებიან..."; ***მე ერთი ქვეყანა ვიცი; სამი ჩანახატი; აპრილი; მოცარტი ომში წაიყვანეს; ბარიერთან; აფხაზური კანტატა; გოგებაშვილის "დედა ენა"; ლეგენდა; ბიჭები; (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2007. - 156გვ
  • უპირველეს ყოვლისა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1988. - 528გვ.
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1983. - 173გვ.
  • ერთტომეული : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1979. - 742გვ.
  • გადასახედი : ლექსები და ნაწყვეტი პოემიდან (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 366გვ.
  • აქილევსის ქუსლი და ფარი : პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1971. - 106გვ.
  • ხილვები : ლექსები] (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1966. - 91გვ.
  • მზე და ჩრდილი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1963. - 119გვ.
  • ზეთისხილის რტო : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1961. - 72გვ.
  • კაფე-თესე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1959. - 88გვ.

გააზიარე: