The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერლომ ახვლედიანი

ერლომ ახვლედიანი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 2012  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1957 წელს და უმაღლესი სასცენარო კურსები მოსკოვში 1964 წელს.

1959-1960წწ. მუშაობდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ინსპექტორად; 1967-1968წწ. საქართველოს ტელე–რადიო კომიტეტში მხატვრული ტელეფილმების უფროს რედაქტორად; 1971-1972წწ. იყო სტუდია "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი; 1979-1987წწ. სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი; 1982-1987, 1995-1999წწ. თსთი სასცენო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი; მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე; არის 15 ფილმის სცენარის ავტორი და თანაავტორი, მათ შორისაა "აპრილი", "ფიროსმანი", "ივანე კოტორაშვილის ამბავი", "ამაღლება", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "არასერიოზული კაცი", "ცხელი ზაფხულის სამი დღე", "ძნელი დასაწყისი", "გზა შინისაკენ", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" და სხვა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-1997.-გვ.28

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
    კოღო ქალაქში
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: