The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ თვარაძე

რევაზ თვარაძე
Date of birth:15 August, 1928
Date of death:23 July, 2006  (at 77 years)
Category:Literary scholar, Scientist, Translator, Writer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უხუთი, ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1957 წწ. იყო გაზეთ "სახალხო განათლების" პასუხისმგებელი მდივანი, რედაქტორის მოადგილე; 1957-1962 წწ. ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანი; 1966-1967 წწ. ქართული ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგე; 1967-1968 წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორი; 1968-1991 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1973-1975 წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი; ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1988); 1991-1995 წწ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების გამგე; 1991-1998 წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრის ინსტიტუტის რელიგიების ისტორიის კათედრის გამგე; 1995-1996 წწ. სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე; 1998 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის სექტორის გამგე. თვარაძემ სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა 1952 წლიდან დაიწყო. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი წერილი, თოთხმეტი წიგნი და თარგმანები. იყო "ქართული პროზისა" და "ქართული მწერლობის" ოცდაათტომიან გამოცემათა ერთ-ერთი შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი. მისი თაოსნობით, თავისსავე შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე, საქართველოს სკოლებში 1994 წლიდან შემოიღეს ახალი საგანი - რელიგია და კულტურა, რომლის ხუთი სახელმძღვანელოს (მესამე-მეშვიდე კლასებისთვის), აგრეთვე პროგრამების ავტორი თვითონ იყო. რ. თვარაძის სამეცნიერო საქმიანობა უმთავრესად მოიცავდა ქართული მწერლობის, რელიგიისა და რელიგიურ-ფილოსოფიური აზრის ისტორიის საკითხებს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: "არეოპაგელი და რუსთაველი" (1971), "გალაქტიონი" (1972), "სიბრძნე ბალაჰვარისა" (1973), "თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა" (1985), "სოფელი და ზესთასოფელი"(1983), "სიყვარულის პლატონური მოძღვრება" (1985), "სიყვარულის აეროპაგიტული მოძღვრება" (1986), "სიყვარულის აეროპაგიტული მოძღვრება და ქართული მწერლობა" (1987), "სამყაროს მთლიანობის პრობლემა და არეოპაგიტიკა" (1988). რ. თვარაძის თარგმანთაგან აღსანიშნავია უ. ფოლკნერის "სოფელი" (1972) და "ქალაქი" (1975),  მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ა. ისააკიანის თხზულებანი და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1992).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.59; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.46; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.210

Awards and Honors

  • 2005 - პრემია "საგურამო"
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის კვლევის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერისაზოგადოებრივ-პუბლიცისტური და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: