The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ ფალიანი

ედუარდ ფალიანი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1943
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 2016  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტში არსებულ ვაჟას კაბინეტში და უნივერსიტეტის გამომცემლობაში, სადაც ეწეოდა მთარგმნელობით და პუბლიცისტურ მოღვაწეობას; მოგვიანებით ხელი მიჰყო საგაზეთო სარედაქციო საქმიანობას და აქტიურად მოღვაწეობდა "ლემში", "ლელოში", უნივერსიტეტის სტამბასა და გამომცემლობაში; მისი რედაქტირებით არაერთი სამედიცინო და სამხედრო ლიტერატურა და ენციკლოპედია ითარგმნა და გამოიცა; ჟურნალისტიკური და რედაქტორული მოღვაწეობის გარდა ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას; წლების განმავლობაში კიროვის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა სახლში ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ წრეს; თბილისის 75-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას; მისი პოეტური შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოცემული; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: