შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ ფალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტში არსებულ ვაჟას კაბინეტში და უნივერსიტეტის გამომცემლობაში, სადაც ეწეოდა მთარგმნელობით და პუბლიცისტურ მოღვაწეობას; მოგვიანებით ხელი მიჰყო საგაზეთო სარედაქციო საქმიანობას და აქტიურად მოღვაწეობდა "ლემში", "ლელოში", უნივერსიტეტის სტამბასა და გამომცემლობაში; მისი რედაქტირებით არაერთი სამედიცინო და სამხედრო ლიტერატურა და ენციკლოპედია ითარგმნა და გამოიცა; ჟურნალისტიკური და რედაქტორული მოღვაწეობის გარდა ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას; წლების განმავლობაში კიროვის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა სახლში ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ წრეს; თბილისის 75-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას; მისი პოეტური შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოცემული; საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.303 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |