The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხო მოსულიშვილი

მიხო მოსულიშვილი
Legal name:მიხეილ მოსულიშვილი
Date of birth:10 December, 1962  (61 years)
Category:Geologist, Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არაშენდა.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ამასთან 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო).

1986—1991 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ-გეოფიზიკური ექსპედიციაში ინჟინერ-გეოლოგად. იყო გაზეთ "საქართველოს" კორესპონდენტი, გაზეთ "ერისიონის" მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1994—1996 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში უფროსი ლეინტენანტის წოდებით. 1996—2004 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" კრიტიკის განყოფილების გამგე. შემდეგ "იმედი-ჰოლდინგის" ჟურნალ "იმიჯის" ლიტერატურული თანამშრომელი. ამასთან სხვადასხვა ტელეკომპანიებისთვის ("რუსთავი-2" და "მზე") თარგმნიდა მხატვრულ ფილმებს რუსულიდან და ინგლისურიდან. 2004-2009 წლებში ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მოწვეული რედაქტორი. 2009-2010 წლის იანვრამდე თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ "სამხედროს" რედაქტორი. 2007 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის – "გალას" ჟიურის წევრი. პირველი მოთხრობა "ტყის კაცი" გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში". გამოცემული აქვს რომანების, პიესებისა და თარგმანების ოცამდე წიგნი. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე ტელევიზიასა და რადიოში. მ. მოსულიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადსხვა ენებზე და მათ დამსახურებული აქვთ ლიტერატურული პრემიები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

წყარო: facebook.com

Awards and Honors

  • 2022 - ლიტერატურული კონკურსი "მაჩაბელი" (პრემია)
    საუკეთესო პროზაული ნაწარმოები მოთხრობისათვის „ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“
  • 2012 - ლიტერატურული კონკურსი "ლიტბუნიობა" (პრემია)
    მოთხრობისათვის "მერვე ტყვია"
  • 2011 - თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია "გალა", წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი (პრემია)
    ბიოგრაფიული რომანისათვის "ვაჟა–ფშაველა"
  • 2007 - ლიტერატურული კონკურსი "ხერთვისი" (პრემია)
  • 2006 - ლიტერატურული კონკურსი "ფორმულა-ნლო"-2006 (დიპლომი და პრემია)
  • 2005 - საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი "ბეკარი", "ჯაზი და როკ-მუსიკა: პროზა" (პრემია)
    მოთხრობისათვის "ურაკპარაკი"
  • 2003 - ინტერნეტული ჟურნალი "კვალი" (პრემია)
    პიესისთვის "მხიარული დამბაჩა"
  • 1998 - თბილისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ "ბესტსელერის" ლიტერატურული კონკურსი (პრემია)
    რომანისათვის "უჟამო ჟამის რაინდი"
  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი სარედაქციო საქმიანობისათვის
  • 1998 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
    პიესისათვის "თეთრი ლაშქარი"
  • 1991 - საქართველოს კულტურის სამინისტრო (პრემია)
    პიესისათვის "მეცამეტე ექსპერიმენტული"
  • 1989 - საქართველოს კულტურის სამინისტრო, პრემია
    პიესისათვის "ხვალ პრემიერაა"
  • 1987 - საქტელერადიო კომიტეტი (პრემია)
    რადიო პიესისათვის "ტყის კაცი"

Bibliography


Share: