The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ აჯიაშვილი

ჯემალ აჯიაშვილი
Legal name:სიმონ აჯიაშვილი
Date of birth:23 March, 1944
Date of death:5 January, 2013  (at 68 years)
Burial location:ისრაელი
Category:Translator, Writer, Poet, Politician, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს.

1968-1971წწ. მუშაობდა ირანში, ისპაჰანში, ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის სისტემაში სპარსული ენის თარჯიმნად; 1972-1973წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროში მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელად; 1974-1990წწ. მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში; 1988 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი; 1993 წელს არჩეულ იქნა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ; 1997 წლიდან კი იყო ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი; მან თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები; კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წარმატებით დაიდგა მის მიერ ნათარგმნი კარლო გოცის პოემა-ზღაპარი "ცისფერი უკუნეთი", ჩიკამაცუს დრამატული პოემა "შეყვარებულთა თვითმკვლელობა კუნძულის ზეციურ ბაგეზე"; მან ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას უძღვნა ისტორიული ესე "გაიღვიძე ქნარო!" – პიესა-მონოლოგი. 1992-1999წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთობა", საარჩევნო ფორმა: საკომპესაციო სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პროფესორი.

წყარო: თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 77;  წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.396

Member of Organizations

  • ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაცია, წევრი
  • საქართველო-ისრაელის საპარლამენტო კომისია, თანათავმჯდომარე
  • საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი, ვიცე-პრეზიდენტი (2003-)
  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1977-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1980-)
  • საქართველოს სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

Awards and Honors

  • 2005 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    საუკეთესო თარგმანისთვის "ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა"
  • 1996 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1995 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • 1991 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტი)
  • 1984 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: