შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1942-1950წწ. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 1952-1969წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1969 წლიდან კათედრის პროფესორი; 1985 წლიდან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. შესრულებული აქვს რიგვედისა და ავესტის ჰიმნების თარგმანები. მისი სამეცნიერო შემოქმედების ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია მონოგრაფიაში "ნარკვევები ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობიდან" (I ტ. 1966 წ., II ტომის I ნაკვეთი, 1966წ.). ენათმეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე. საკანდიტადო დისერტაციის თემა – "ირანული სიტყვები ძველ ქართულ ორიგინალურ ძეგლებში", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველურ-ინდოირანული ენობრივი ურთიერთობები", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.34; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.50 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |