Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაჩანა ბრეგვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1961-66წწ. მუშაობდა კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად; 1966-72წწ. ქართულ ენციკლოპედიაში უფროს მეცნიერ - რედაქტორად; 1973-1994წწ. საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის მხატვრული თარგმანისა და "რუსთაველის ბიბლიოთეკის" რედაქციის გამგე; 1994-1997წწ. არის საგამომცემლო ცენტრ "ხომლის" ქვესაწარმო "მთარგმნელის" სამხატვრო საბჭოს წევრი, 1997-2000წწ. ამავე საბჭოს თავმჯდომარე; 1999 წლიდან ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2001-2006წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. ავტორია წიგნებისა: "ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი", "ბლეზ პასკალი", "მარკუს ავრელიუსი", "მიქელანჯელოს პოეზია", "სოკრატე", "ფსევდო- ლონგინე", "არისტოტელეს პოეტიკა", "ნიკოლო მაკიაველი". "დანტეს ახალი ცხოვრება" (თ. ჩხენკელთან ერთად). მისი მთავარი თარგმნებია: "ახალი აღთქმა", ბ. პასკალის "აზრები", მ. ავრელიუსის "ფიქრები", სერვანტესიის "დონ - კიხოტი", ჰ. იბსენის "დრამები", პ. ვალერის "სულის კრიზისი", ნ. მაკიაველის "მთავარი", ა. შტეკელის "შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია", ნეტარი ავგუსტინის "აღსარებანი", "იტალიური ზღაპრები", ევრიპიდეს "მედეა", ლ. პირანდელოს "ჰენრიხ IV", ა. ბერგსონის "ცნობიერების უშუალო მონაცემები", ს. ვივეკანანდას "ჯნანა იოგა", ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", ჯ. ლეოპარდის "დიალოგები", პლატონის "ადრეული დიალოგები", "ფედონი", "ნადიმი", "იონი", "დიდი პიპია", "მენონი", წმინდა ოთხთავი - "ოთხი სახარება" (მინიატურული გამოცემა), შ. დელის "ბიზანტიის იმპერიის ისტორია", ა. შოპენჰაუერის "ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები", ორტეგა ი გასეტის "მასების ამბოხი", "ხელოვნების დეჰუმანიზაცია" და სხვა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბლეზ პასკალი", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პლატონის ნატურფილოსოფია", დაიცვა 1996 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.479; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.283; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.26 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |