| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ბაჩანა ბრეგვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. მუშაობდა კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად (1961-66წწ.), ქართულ ენციკლოპედიაში უფროს მეცნიერ - რედაქტორად (1966-72წწ.). 2009წ.– ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ავტორია წიგნებისა: "ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი", "ბლეზ პასკალი", "მარკუს ავრელიუსი", "მიქელანჯელოს პოეზია", "სოკრატე", "ფსევდო- ლონგინე", "არისტოტელეს პოეტიკა", "ნიკოლო მაკიაველი". "დანტეს ახალი ცხოვრება" (თ. ჩხენკელთან ერთად). მისი მთავარი თარგმნებია: "ახალი აღთქმა", ბ. პასკალის "აზრები", მ. ავრელიუსის "ფიქრები", სერვანტესიის "დონ - კიხოტი", ჰ. იბსენის "დრამები", პ. ვალერის "სულის კრიზისი", ნ. მაკიაველის "მთავარი", ა. შტეკელის "შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია", ნეტარი ავგუსტინის "აღსარებანი", "იტალიური ზღაპრები", ევრიპიდეს "მედეა", ლ. პირანდელოს "ჰენრიხ IV", ა. ბერგსონის "ცნობიერების უშუალო მონაცემები", ს. ვივეკანანდას "ჯნანა იოგა", ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", ჯ. ლეოპარდის "დიალოგები", პლატონის "ადრეული დიალოგები", "ფედონი", "ნადიმი", "იონი", "დიდი პიპია", "მენონი", წმინდა ოთხთავი - "ოთხი სახარება" (მინიატურული გამოცემა), შ. დელის "ბიზანტიის იმპერიის ისტორია", ა. შოპენჰაუერის "ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები", ორტეგა ი გასეტის "მასების ამბოხი", "ხელოვნების დეჰუმანიზაცია" და სხვა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

