The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1973 წელს.

მოჭადრაკე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის,   სპორტის დამსახურებული ოსტატი. გამოქვეყნებული აქვს წიგნები:" ჩემი ცხოვრების არსი" და სხვ.  საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78წწ., თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92წწ., ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საპატიო პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, პრეზიდენტი (1989-1996)
  • ფიდეს ქალთა კომისია, პრეზიდენტი (1980-1986)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატი(იტალია), მსოფლიო ჩემპიონი
  • 2001 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის მედალი
  • 2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის მედალი
    საერთაშორისო სპორტულ და ოლიმპიურ მოძრაობაში, მსოფლიო არენაზე საქართველოს სპორტული და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენაში ახალგაზრდა თაობათა ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პირადი ფენომენალური სპორტული მიღწევებისათვის
  • 1996 - სეოკის ოლიმპიური ორდენი
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1987 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1982 - პირველი საჭადრაკო ოსკარი
  • 1966 - ლენინის ორდენი
  • 1963 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • ევროპის ოლიმპიური კომიტეტთა და მსოფლიო სეოკთა ასოციაცის საპატიო ორდენები
  • ზუგდიდის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: