| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ლეო გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ირკუტსკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1943 წელს. 1947–1950წწ. მუშაობდა გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1957-1976წწ. პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილების გამგე, 1976-1988წწ. პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1976-1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. მისი გამოკვლევები გამოქვეყნებულია საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, აშშ-ს, გერმანიის, ჩინეთის პერიოდულ გამოცემებში. არის ავტორი წიგნებისა: "დინოზავრების ნაკვალევი"(1958), "ჰიპარიონების ისტორია"(1959), "ბენარის ოლიგოცენურ ხერხემლიანთა ფაუნა"(1974), "ლუი დოლო"(1976). მეცნიერულ–პოპულარული სერიის "ათინათის" რედაქტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა- "დასავლეთ საქართველოს პლიოცენურ მოლუსკურ ფაუნათა პარალელიზაცია", დაიცვა 1947 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა – "ჰიპარიონების ისტორია" (საბჭოთა კავშირის ნეოგენის მასალების მიხედვით), დაიცვა 1954 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

