Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გეგეჭკორი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1951 წელს; ლექსების პირველი კრებული "მზიანი დღე" გამოაქვეყნა 1963წელს; 1958-1977წწ. იყო ჟურნალ "ცისკრის" ლიტ-მუშაკი, პოეზიის და პროზის განყოფილების გამგე; საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტკონსულტანტი (1977). ავტორია ლექსთა კრებულებისა: "ახალი აბზაცი, ჩემი დღესასწაულები", "ჩიტების გამოღვიძება", "მეორე მდინარე", "მსახური", "ასკილის ფურცლები", "მუჭანახევარი", "სიზმრის წიგნი", "საუკუნე თავდება"; ცალკე წიგნებად აქვს გამოცემული საბავშვო ლექსები, ლიტერატურული წერილები, თარგმანები. თარგმნა ჰერმან მელვილის "მობი დიკი" (ტარიელ ჭანტურიასთან ერთად); ფრანგი პოეტების ლექსები, ალენ ფურნიეს "დიდი მოლნი", ჟიულ რენარის "წითური", პიერ კორნელის "სიდი", ჟან ბატისტ მოლიერის "ტარტიუფი". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978. -გვ.30; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.41; გივი გეგეჭკორი (1933-2000) / ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები / შემდგ.-რედ. ჯულიეტა ხურცილავა ; წინათქმა აკაკი ბაქრაძე.-თბ.,2015.-გვ.393-394 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |