The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ გოგუაძე

ვახტანგ გოგუაძე
Date of birth:15 March, 1940
Date of death:10 June, 2007  (at 67 years)
Category:Scientist, Politician, Philologist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს, ასპირანტურა 1967 წელს.

1967-1985წწ. ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე; 1985-1992წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ–აღმზრდელობით დარგში; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს მდივანი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5 ისნის საარჩევნო ოლქიდან. იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, სახელდობრ, ესთეტიურ პრობლემატიკას; ავტორია წიგნებისა: "ერი გულადი, პურადი" (1977), "ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი" (1980), "მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია" (1993); ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.72; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 131

Member of Organizations

  • ეროვნული კონგრესი, წევრი (1990-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ამომრჩეველი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლეიბორისტი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1997-1998)
  • საქართველოს სახელმწიფო საბჭო, მდივანი (1992-1992)
  • საქართველო–რუსეთის მეგობრობის კავშირი, თავმჯდომარე (2001-2007)

Bibliography


Share: