The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ სალუქვაძე

ანზორ სალუქვაძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 2001  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1958 წელს.

კინოში მოღვაწეობდა 1960 წლიდან. სცენარის ავტორია ფილმების: "ზღვის ბილიკი" (1962), "აღმაფრენა" (1964), "სალამური" (1964), "ვედრება"(1967), "განგაში" (1968), "ვერის უბნის მელოდიები" (1973), "უბედურება" (1979), "წიგნი ფიცისა" (1983), "მოკვეთილი" (1992) და სხვ. პირველი ლექსები 1957 წელს გამოაქვეყნა; 1973 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული; სიკვდილის შემდეგ გამოსცეს მისი ლექსების, ბალადების და პოემების კრებული "იასამანი" (2002).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.277

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ნანილი : კრებული (ავტორი). - თბილისი, შპს "პეტიტი", 2013. - 128გვ.
  • იასამანი : ლექსები, ბალადები, პოემები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2002. - 220გვ.. - ISBN: 99928-946-9-5
  • წიგნი ფიცისა : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1984. - 334გვ.
  • ლექსები, პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1973. - 197გვ.

გააზიარე: