შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ სალუქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1958 წელს; 1957 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სასცენო სახელოსნოში (მ. ბლეიმანის ჯგუფი). 1960 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენო-სარედაქციო კოლეგიაში. მისი ავტორობითა და თანამონაწილეობით შეიქმნა სცენარები ფილმებისათვის: "ქართველი მევენახეები", "სამი სიმღერა საქართველოზე", "ზღვის ბილიკი", "აღმაფრენა", "გზაში", "სალამური", "ვედრება", "ფილატელისტის სიკვდილი", "განგაში", "მხიარული რომანი", "ვერის უბნის მელოდიები", "უბედურება", "უმცროსი და", "ჩიტის რძე", "ინდი-მინდი", "წიგნი ფიცისა", "მოკვეთილი". სალუქვაძის პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკარში" 1957 წელს. 1973 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული. სიკვდილის შემდეგ გამოსცეს მისი ლექსების, ბალადების და პოემების კრებული "იასამანი" (2002). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.277; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.112 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |