The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ქიქოძე

მანანა ქიქოძე
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2011  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1946 წელს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1950 წელს დაიწყო მუშაობა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად, შემდგომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1970-1978წწ. იყო საზოგადოება "ცოდნის" სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. 40-ზე მეტი სტატიისა და ნაშრომის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. მწერალ გერონტი ქიქოძის ქალიშვილი, ლიტერატურათმცოდნე გურამ ასათიანის მეუღლე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "საამილახვროს ისტორიიდან XVI-XVIII სს-ში".

წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.365; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • შრომის ვეტერანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: