The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენიკ სეირანიანი

ბენიკ სეირანიანი
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2003  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოთი, სომხეთის სსრ.

დაამთავრა ერევნის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

პირველი მოთხრობა 1933 წელს გამოაქვეყნა; აქვს რომანები ("გზები" და ბედისწერა", 1962, ქართ. თარგმნა 1973, და სხვ.), მოთხრობები, პიესები, ნარკვევები; 1970 წელს მოთხრობისათვის "გულის კვამლი" (1969) მიიღო იუნესკოს I პრემია; იყო გაზეთ "ვრასტანის" განყოფილების გამგე; თარგმნა კ. ლორთქიფანიძის, ო. ჭელიძის, რ. ინანიშვილის, ნ. დუმბაძის, ე. ყიფიანის, ი. რურუასა და სხვ. თხზულებები. არის სომხეთის ლიტერატურული კონკურსების პრიზიორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.270; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.331

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექცია, თავმჯდომარე (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული და სომხური ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი ჟურნალისტური მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: