შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ზურაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1997წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ და საგამომცემლო საქმიანობას: 1981-1990წწ. მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი, 1990-1991წწ. გამომცემლობა "იანუსის" რედაქტორი, 1992-1994წწ. უფროსი მეცნიერ-რედაქტორი, 1995-1996წწ. გაზეთ "არგუმენტის" რედაქტორი, 1996-1997წწ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ბიულეტენ Georgia Profile-ის რედაქტორი; 1997-2004წწ თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის წევრი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2013წწ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2013-2014წწ. საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის თანაშემწე; 2014-2018წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი: მაჟორიტარი, N03.06 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება". არის მოთხრობებისა და სტატიების ავტორი პოლიტიკის, ეკონომიკისა და ლიტერატურის საკითხებზე.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 166 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |