Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით კერესელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1987წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მონაწილეობდა იმ ექსპედიციებში, რომელიც სწავლობდა წყლის ობიექტების (წყალსაცავების) დაჭუჭყიანების ხარისხს. 1979-1981წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის კვლევით ინსტიტუტში; 1986-1987წწ. სტაჟირებას გადიოდა კიოტოს (იაპონია) უნივერსიტეტში მდინარეთა ჰიდრავლიკის კათედრაზე პროფ. იეასას ხელმძღვანელობით; 1988 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე დოცენტად, 1995 წლიდან პროფესორად; 2003 წლიდან ფაკულტეტის დეკანია; 2000 წლიდან შეთავსებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროლოგიის განყოფილების გამგეა. მის სადოქტორო ნაშრომში მიღებული შედეგები წარმოადგენს საქართველოს წყალსაცავების წყლის ხარისხის ფორმირების და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების მრავალმხრივ დასაბუთებას გარემოსთან მათი ურთიერთმოქმედების თავისებურებების თეორიულ განზოგადოებას და ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით წყალსაცავებში წყლის ხარისხის შენარჩუნებას, რეგულირებისა და პროგნოზირების მეცნიერულ გააზრებას, რაც ხელს უწყობს წყალსაცავების რაციონალურ და კომპლექსურ გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტას. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრის გამგე, გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს წყალსაცავების წყლის ხარისხის გამოკვლევა და პროგნოზირება", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს წყალსაცავების ჰიდროეკოლოგიური პრობლემები", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.145; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |