The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კერესელიძე

დავით კერესელიძე
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1978 წელს.

1978-1987წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მონაწილეობდა იმ ექსპედიციებში, რომელიც სწავლობდა წყლის ობიექტების (წყალსაცავების) დაჭუჭყიანების ხარისხს. 1979-1981წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის კვლევით ინსტიტუტში; 1986-1987წწ. სტაჟირებას გადიოდა კიოტოს (იაპონია) უნივერსიტეტში მდინარეთა ჰიდრავლიკის კათედრაზე პროფ. იეასას ხელმძღვანელობით; 1988 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე დოცენტად, 1995 წლიდან პროფესორად; 2003 წლიდან ფაკულტეტის დეკანია; 2000 წლიდან შეთავსებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროლოგიის განყოფილების გამგეა. მის სადოქტორო ნაშრომში მიღებული შედეგები წარმოადგენს საქართველოს წყალსაცავების წყლის ხარისხის ფორმირების და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების მრავალმხრივ დასაბუთებას გარემოსთან მათი ურთიერთმოქმედების თავისებურებების თეორიულ განზოგადოებას და ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით წყალსაცავებში წყლის ხარისხის შენარჩუნებას, რეგულირებისა და პროგნოზირების მეცნიერულ გააზრებას, რაც ხელს უწყობს წყალსაცავების რაციონალურ და კომპლექსურ გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტას. გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის, ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრის გამგე, გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1995). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს წყალსაცავების წყლის ხარისხის გამოკვლევა და პროგნოზირება", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს წყალსაცავების ჰიდროეკოლოგიური პრობლემები", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.145; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • იუნესკოსთან არსებული საქართველოს ეროვნული ჰიდროლოგიური კომისია, პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: