The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ბლიაძე

მაია ბლიაძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს; ქ. ლოძის(პოლონეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტი. გეოგრაფიის დოქტორი.

მუშაობდა ქ. თბილისის 126-ე საშუალო სკოლის პედაგოგად და დირექტორად; არის ბუნების 1-6 კლასების და გეოგრაფიის 7-12 კლასების სახელმძღვანლეობის, სამუშაო რვეულებისა და მასწავლებლის წიგნების ავტორი; ასევე გამოცემული აქვს გეოგრაფიის ცნობარი-ლექსიკონი, ილუსტრირებული ლექსიკონი ბუნებისმცოდნეობაში, ტესტების კრებულები გეოგრაფიაში, სასკოლო ატლასები, დამხმარე სახელმძღვანელოები "გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება", "მდგრადი განვითარების მიზნები", "კლიმატის ცვლილება"; გამოცემული აქვს მოთხრობების წიგნი "ანას დღიური". მ. ბლიაძე არის ევროპის და ქუთაისის უნივერსიტეტბის პროფესორი; ასევე თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ტრენერ-კონსულტანტად.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • რაფიელ დანიბეგაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ანას დღიური : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, 2013. - 203გვ.. - ISBN: 978-9941-15-841-4
  • გეოგრაფია : თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 251გვ.. - ISBN: 978-9941-15-947-3
  • გეოგრაფია : ლექსიკონი+ცნობარი (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 223გვ.. - ISBN: 978-9941-15-476-8
  • ფიზიკური გეოგრაფია : მე-6 კლასი (თანაავტორი). - თბილისი, დია, 2004. - 216გვ.. - ISBN: 99928-42-06-7
  • ბუნება : მე-5-კლ. ძირითადი სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, დია, 2004. - 160გვ.
  • გეოგრაფია : ცნობარი : დამხმ. სახელმძღვ. მოსწ. და აბიტურიენტ. (თანაავტორი). - თბილისი, ცისარტყელა, 2003. - 250გვ.
  • გეოგრაფია : ცნობარი: საშ. სკოლის მოსწ. და უმაღლ. სასწ. შემსვლელთათვის (თანაავტორი). - თბილისი, 2001. - 262გვ.. - ISBN: 99928-885-0-4

გააზიარე: