The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცირა ქიტიაშვილი

ცირა ქიტიაშვილი
Date of birth:3 February, 1932
Date of death:18 July, 2016  (at 84 years)
Category:Poet, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს, ხოლო 1968 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1954-1969 წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობად, სადაც მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: დინა (ვ. ლუბიმოვას "სახიფათო მიჯნასთან"), შურა (ს. მიხალკოვის "სომბრერო"), ჟოზიანა (ვ. ჰიუგოს "კაცი, რომელიც იცინის"), ტოლია (ა. გომიაშვილის "ეს მოხდა მოსკოვში"), ზანი (ო. თუმანიანის "გიქორი"), წამყვანი (ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), ზელიმა (კ. გოცის "პრინცესა ტურანდოტი"), კამილა (გ. სმიტის "ერთი ღამის შეცდომები"), და სხვა., მ. ანჯაფარიძესთან ერთად ავტორია ორი პიესისა: "იყალთოელი ბიჭები" (1961 წ. დაიდგა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში) და "ფაფარა" (დაიდგა 1960-1961 წლებში სეზონში თოჯინების ქართულ თეატრში); 1965-1969 წლებში პარალელურად მუშაობს თბილისის მოსწავლეთა სასახლეში მხატვრული კითხვის წრის პედაგოგად; 1967-1969 წლებში თბილისის სახ. სურათების გალერეის მეცნიერი თანამშრომელია; 1976 წლიდან სახელმწიფო ფილარმონიის დამდგმელი რეჟისორია; მისი ხელმძღვანელობით გაიმართა რეზო ინანიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, მურმან ლებანიძის, მარიკა ბარათაშვილის, ნაზი კილასონიას, მორის ფოცხიშვილის, გურამ ფანჯიკიძის, ჯემალ აჯიაშვილის, ეროსი მანჯგალაძის, ი. ნონეშვილის, დ. გამრეკელის, მაყვალა მრევლიშვილისა და მერი დავითაშვილის საღამოები; მოწამეთა დღესასწაულები: "გიორგობა", "დავით აღმაშენებელი", "თამარ მეფე". მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით დაიდგა 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი წარმოდგენები: "ხეზე აკრული ლექსები", "ჩვენ ბრალს ვდებთ"; 1956 წლიდან რეგულარულად იბეჭდება მისი საბავშვო ლექსები ჟურნალებში: "დილა", "საქართველოს ქალი", "პიონერი", გაზეთებში: "ნერგი", "ახალგაზრდა ივერიელი", კრებულებში: "აისი", "ია" და სხვა. ავტორია საბავშვო ლექსების კრებულებისა: "კუნწულა" ("ნაკადული", 1966), "ნობათი" ("ნაკადული", 1975), "ბუდეშურის აკიდო" (1970), "უცნაური თოჯინა" ("ნაკადული", 1975), "წერილები სიმღერეთიდან" (1983), "კაი ყმა, ჩემი ძმაც არის" (1985), "ლაჟვარდებში მტრედი ცურავს" (1987), "წითელქუდა ყაყაჩოები" (1989). ბევრი მისი ლექსი შეტანილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში; მის ლექსებზე შექმნილი აქვთ სიმღერები ქართველ კომპოზიტორებს; სიმღერების უმრავლესობა გამოცემულია საქართველოს გამომცემლობისა და "სოვეტსკი კომპოზიტორის" მიერ, ხოლო ფირმა მელოდიას 1991 წელს გამოცემული აქვს ორი ფირფიტა: "დამპრა-დუმპრა" - ავტორის ლექსები და სიმღერები.

წყარო: წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.83; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ., 2007.- გვ.14

Member of Organizations

  • თეატრალური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მოზარდი თაობების აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • შიო მღვიმელის სახელობის პრემია

Bibliography


Share: