The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი
Date of birth:23 October, 1953  (70 years)
Category:Public official, Scientist, Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1979წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის" უფროსი რედაქტორი; 1979-1980წწ. აფხაზეთის უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრის გამგის მოადგილე; 1980-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1984-1987წწ. პოლიტპატიმარი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის (სასჯელი მოიხადა მორდოვეთის ასსრ); 1987-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელი, ლაბორანტიდან - გამგემდე; 1998-2004წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე (2004); 2011 წლიდან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის ავტორი 40 სამეცნიერო ნაშრომისა; ლათინური ენის სახელმძღვანელოს თანაავტორი; თარგმანებისა: არისტოფანეს 11 კომედია და ევრიპიდეს "ელექტრა"; წიგნების: "ინტერნეტი ჟურნალისტებისათვის"; "ადამიანის უფლებები ქართულ კულტურაში" რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არისტოფანეს ლიტერატურული შეხედულებებისა და მხატვრული პრინციპების ერთიანობის პრობლემა", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 93

Member of Organizations

  • რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი, წევრი
  • სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი , თავმჯდომარე (1996-)
  • საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ერთ-ერთი დამფუძნებელი, წევრი (1978-)

Bibliography


Share: