| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ზვიად მიმინოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1994 წელს. რელოგიის და კულტურის მასწავლებელი. 1993-2003წ. თბილისის გ. ტაბიძის სახელობის N51-ე საშუალო სკოლის ისტორიის, რელიგიების ისტორიისა და კულტურის, მითოლოგიის, ადამიანის უფლებების, სახისმეტყველების (სპეცკურსი) მასწავლებელი, 1997-2003წწ. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის და რელიგიების ისტორიის სწავლების მეთოდიკათა კათედრის რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების მეთოდიკის უფროსი მასწავლებელი, 1997წ-დან სამეცნიერო-მეთოდური ჟურნალის "ისტორია" სარედაქციო კოლეგიის წევრი, 1998-2000წწ. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს "ადამიანის უფლებათა სწავლების" პროგრამის ტრენერი. 1997-1998წწ. კერძო სკოლა "არილი" მასწავლებელი; 1999-2001წწ. საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამა -"აქტიური სწავლება" - ტრენერი;2001-2009წწ. გაეროს ბავშვთა ფონდი, ბავშვის უფლებათა კონვენციის სწავლების პროგრამა, ტრენერი და ექსპერტ-კონსულტანტი; 2001-2008წწ. გარემოსმცოდნეობისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი "გაია" - ტრენერი;2002-2008წწ. ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება" პროფესიული საგანმანათლებლო ჟურნალი "წიგნიერი" - მთავარი რედაქტორი;2002წ. საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა პროგრამა "ბასტი-ბუბუ" - ბავშვის უფლებათა კონვეციის ექსპერტ-კონსულტანტი; 2002-2003წწ. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი "დახმარება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს" - ნტრენერი; 2003-2007წწ. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; 2003-2004წწ. მედია-ოჯახი "განათლებული საქართველო", გაზეთი "სკოლა, რელიგია და კულტურა" - რედაქტორი; 2003-2004წწ. დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია, საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული მეცდნიერებების კათედრის გამგე; 2004-2005წწ. პედაგოგიკური კვლევისა და პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი; 2004-2007წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგიკური კვლევისა და პროფესიული განვითარების ცენტრის ლექტორი; 2004-2006წწ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ცოდნის გავრცელების პროგრამის კოორდინატორი; 2007-20010წწ. სსიპ თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი; 2008-2010წწ. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; 2010წ-დან დღემდე საქართველოს დავით აღმაჭენებლის სახელობის უნივერსიტეტის(სდასუ) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;2010-2011წწ. "ტელეარხი 25", სატელევიზიო პროექტი "ნატვრის ხე", პროექტი "დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში", მეცნიერ-კონსულტანტი; 2011წ-დან დღემდე კავკასიის უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012წ-დან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ასოცირებული პროფესორი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი 2002 წლიდან. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

