ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გელა გრიგოლაშვილი
დაბადების თარიღი: | 12 იანვარი, 1964 (61 წლის) |
კატეგორია: | ეკონომისტი, მეცნიერი, მთარგმნელი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი.
1984-1986წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ეკონომისტი, ბუღალტერი, 1990-1991წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის მეცნიერების, ხელოვნების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, 1992 წლიდან საქართველოს აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის საბაზრო ეკონომიკის სოციოლოგიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1997-1998წწ. ტასისის საჯარო სამსახურის რეფორმისა და ტრენინგის პროექტის პროგნოზირების ოფიცერი. 1991-1992წწ. ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლაში ასწავლიდა საწარმოს ორგანიზაციისა და მართვის საფუძვლებს, 1992-1993წწ. მენეჯმენტის, შრომისა და საწარმოს ორგანიზაციის სამეცნიერო ინსტიტუტში ეკონომიკსს და მენეჯმენტს, 1994-1996წწ. ეკონომიკის ინსტიტუტში მიკროეკონომიკას, 1996-1997წწ. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტში მაკროეკონომიკას, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის საქართველოს ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ინსტიტუტში საერთაშორისო ბიზნესს. მრავალი ეკონომიკური, სახელმწიფო და საზოგადოებრივი პროექტის ავტორი და მონაწილე. მათგან აღსანიშნავია მისი პროექტის მიხედვით ჩამოყალიბებული საინვესტიციო ნაკადების სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური მართვის მექანიზმები. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც საჯარო ასევე არასამთავრობო სექტორში. მის კალამს ეკუთვნის ორი მონოგრაფია, ხუთი სალექციო კურსი და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. აქტიურად მონაწილეობს კვლევით პროექტებში როგორც სამამულო ასევე უცხოურ სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ჰიმნოგრაფი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, თანათავმჯდომარე (2000-2001)
- არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, მეცნიერ-მდივანი (1997-2000)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2001 - ღირსების მედალი
- ღირსების ორდენი
საქართველოში ეკონომიკურ მეცნიერებათა განვითარებასა და ეკონომიკის დარგში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის
ბიბლიოგრაფია
- ლოცვანი : კრულებისა განჴსნისათჳს, ყოველთა განსუენებულთა ნათესავთათჳს, მიტევებისათჳს გუარის შეცოდებათა, წინა-აღდგომისათჳს მცბიერთა. ერთობით ლოცვაჲ ზედა-მოწევნულისა საცთურისათჳს (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 32გვ.. - ISBN: 9789941260056
- მცირე ლოცვანი გარე-მოზღუდვისათჳს მამულისა (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - ISBN: 978-9941-26-090-2
- პარაკლისი სავედრებელი ღირსისა და ღმერთშემოსილისა დედისა ჩუენისა Ⴔებრონიასი Ⴋერეს მონასტრის წინამძღუარისა ; სტიქარონნი ღირსთა და ღმერთშემოსილთა Ⴋამათა და Ⴃედათა Ⴉლარჯეთის უდაბნოთა შინა განბრწყინვებულთა (ავტორი). - თბილისი, 2017. - 36გვ.
- ოპერაციათა მენეჯმენტი : დაგეგმარება, ოპერაციული სტრატეგია, კონკურენტუნარიანობა : მოკლე სალექციო კურსი (ავტორი). - თბილისი, სეუ-ს გამ-ბა, 2017. - 282გვ.. - ISBN: 9789941274664
- პარაკლისი სავედრებელი წმიდისა ქალწულმოწამისა სოფიო ეგჳპტელისაჲ; ლოცვაჲ განთხოვებისათვს კეთილმორწმუნისა ქალწულისა წმიდისა ქალწულმოწამისა სოფიო ეგჳპტელის მიმართ (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 40გვ.. - ISBN: 978-9941-22-754-7
- დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდისა მოწამისა ეკატერინესი (მთარგმნელი). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 24გვ.. - ISBN: 978-9941-22-652-6
- პარაკლისი სავედრებელი ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისა სადიდებელ-სავედრებელნი ღირსთა და ღმერთშემოსილთა კლარჯელ მამათა და დედათა ჩუენთა (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 90გვ.. - ISBN: 978-9941-22-433-1
- პარაკლისი სავედრებელი ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისა ; სადიდებელ-სავედრებელნი ღირსთა და ღმერთშემოსილთა კლარჯელ მამათა და დედათა ჩუენთა : ამონარიდები ერისკაცთათვის (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 72გვ.. - ISBN: 978-9941-22-434-8
- ლოცვანი : კრულებისა განხსნისათვს. ყოველთა განსუენებულთა ნათესავთათვს. მიტევებისათვს გუარის შეცოდებათა. წინა-აღდგომისათვს მცბიერთა. ერთობით ლოცვაი ზედა-მოწევნულისა საცთურისათვს (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 32გვ.
- ახალი საუკუნე - ახალი განათლება (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2002. - 122გვ.. - ISBN: 99928-0-397-5
- ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების და მართვის პრობლემები (თანაავტორი). - თბილისი, პარნასი, 2001. - 150გვ.. - ISBN: 99928-0-178-6
- Трансформация государственных предприятий в Грузий (თანაავტორი). - Варшава, CASE, 1996. - ISBN: 83-7178-002-8
|