The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა ცხაკაია

კობა ცხაკაია
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მსახიობი, მწერალი, პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი 1988 წელს, გერასიმოვის სახ. საერთაშორისო კინო ინსტიტუტი (VGIK) 1990 წელს.

გადაღებულია ფილმებში: "უძინართა მზე" (რეჟ. თ. ბაბლუანი, 1992წ.), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1995წ.), "წვრილ ვარსკვლავთა ღამე" (სერიალი, რეჟ. ა. ენუქიძე 2000წ.), "წითელი სტრეპტოციდი"(რეჟ. ვ. ჩიგინსკი, 2001წ.).

1986-1990წწ. მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო თეატრში მსახიობად; 1986-1991წწ. "მოს-ფილმი" რეჟ. ასისტენტად ვ. ნაუმოვის ფილმებზე; 1995-2003წწ. სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგად, 1996-1997წწ. ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანიის კოორდინატორად; 1995-2003წწ. კინოსტუდია "ქართული-ფილმი" რეჟისორად. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები: "ცხოვრება საწვავის გარეშე" – 2001 წ., "ჯიბის თეატრი", "მზის ჯარისკაცები" – 2002 წელს ახალციხის სახელმწიფო თეატრში. ქართულ პერიოდიკაში სისტემატურად იბეჭდება მისი მოთხრობები და პიესები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივი გაერთიანება "სახიერი საქართველო"

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - ლიტერატურული პრემია "მუზა", "სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე"
    წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირებისთვის
  • 2007 - BBC-ის რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსი, სერთიფიკათი
  • 2006 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, პრემია
  • 2005 - BBC-ის რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსი, სერთიფიკათი
  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოები
  • 2002 - ტელესერიალების პროექტების კონკურსი "მეცხრე არხი", პირველი პრემია
  • 2001 - ტელესერიალების პროექტების კონკურსი "იბერია"
  • 1999 - თბილისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ "ბესტსელერის" ლიტერატურული კონკურსი, პრემია
  • 1997 - ლენინგრადის მხატვრული კითხვის საერთაშორისო კონკურსი, პრიზიორი
  • 1995 - კინოფესტივალი "ЗОЛОТОИ ВИТЯЗЬ", დიპლომი
  • 1994 - კიევის კინოფესტივალი "МОЛОДОСТ"
  • 1993 - მიუნჰენის საერთაშორისო ფესტივალი, ვიმ ვენდერსის(ჟიურის თავჯდომარის) პრიზი

ბიბლიოგრაფია

  • ზონაზე : ორმოქმედებიანი პიესა (ავტორი). - თბილისი, საარი, 2006. - 107გვ.. - ISBN: 99940-29-87-8
  • ფერები და შიმშილი : მოთხრობები, პიესები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2003. - 184გვ.. - ISBN: 99928-39-86-4
  • ზონაში : ორმოქმედებიანი პიესა (თანაავტორი). - თბილისი, საარი, 2002. - 80გვ.
  • ალბატროსების ჯოგი : მოთხრობები, პიესები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2000. - 160გვ.. - ISBN: 99928-39-20-1

გააზიარე: