Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ნანავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა წალენჯიხა. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის სპეციალობა 1976 წელს. ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის დოცენტი. 1976 წლიდან ქპი (ქსუ)-ს თანამშრომელი: მუშაობდა გამოთვლითი ლაბორატორიის პროგრამისტად, ლაბორატორიის უფროსად, ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად. 1978-1982წწ. მოსკოვის ვ. ლენინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით. მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი 1993 წელს, სადისერტაციო თემა – "მომავალი პედაგოგის ინფორმაციული კულტურის ფორმირება". Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |