The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯულიეტა რუხაძე

ჯულიეტა რუხაძე
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 2012  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ეთნოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1945 წწ. მუშაობდა მასწავლებლად;1945 წელს გიორგი ჩიტაიას რეკომენდაციით ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა, სადაც მეცნიერის ყველა საფეხური გაიარა უმცროსი მეცნიერი თანამშრომლიდან განყოფილების გამგემდემისი მეცნიერული კვლევის თვალსაწიერი ფართო და მრავალმხრივი იყო; განუსაზღვრელია მისი როლი, როგორც ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფისა და მატერიალური კულტურის საკითხებზე მომუშავე მეცნიერისა; ქართველი ხალხის, კერძოდ დასავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო ყოფის ისტორიას მან მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევა "ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში", ეს გამოკვლევა გაფართოების შემდეგ მის სადოქტორო დისერტაციად იქცა; თანაბარი სიღრმით სწავლობდა ქართველი ხალხის ტრადიციებს, ხალხურ კულტურას, წეს-ჩვეულებებს, როგორც სულიერი და მატერიალური კულტურის, ისე სამეურნეო ყოფისა და სოციალურ ურთიერთობათა სფეროში; მისი ინტერესი მთლიან საქართველოს მოიცავდა: აღმოსავლეთსა და დასავლეთს, მთასა და ბარს; თავისი სამეცნიერო-პოპულარული წიგნებით ის ცდილობდა ქართული ეთნიკური კულტურის, ტრადიციისა და ყოფის თავიესბურებანი მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ცნობილი გაეხადა; ის ათზე მეტი მონოგრაფიის ავტორია; მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა საველე ეთნოგრაფიული მასალები 11 წიგნად; დაბეჭდილი აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ უცხოურ ენებზეც; ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხუთტომეულის გამოცემისა; მისი დამსახურებაცაა დიდი ივანე ჯავახიშვილის კითხვარითა და ინიციატივით XX საუკუნის 30-იან წლებში შეგროვილი საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის მასალების ჯერ გადარჩენა და შემდეგ რვა წიგნად გამოცემა; ჯულიეტა რუხაძე ამ მნიშვნელოვანი გამოცემის ორი ტომის რედაქტორია; რომ არა ის, ალბათ დღესაც არ გვექნებოდა დაბეჭდილი ალექსი ოჩიაურის უნიკალური ეთნოგრაფიული ჩანაწერების ორი ტომი; მასვე ეკუთვნის პროფესორ ვერა ბარდაველიძის მიერ შედგენილი ქართველი ხალხის სულიერი ყოფისა და კულტურის ვრცელი პროგრამა-კითვარის გამოცემა, რომლითაც ეთნოგრაფთა მთელი თაობები სარგებლობდნენ; წინა თაობის ეთნოლოგებისადმი დიდი ყურადღების დამადასტურებელია ჯულიეტა რუხაძის მიერ ვერა ბარდაველიძის ნაშრომის "ივრის ფშაველები" ცალკე წიგნად გამოცემა, რომელიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 1983 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია
    მონოგრაფიული გამოკვლევისათვის "ბუნებისა და აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში (ბერიკაობა-ყეენობა)"
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: