The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ღანიშაშვილი

მიხეილ ღანიშაშვილი
Date of birth:24 May, 1964  (51 years)
Category:Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ახმეტის რ–ნი, სოფ. ჭართალა.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1990 წელს. 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად თბილისის სკოლებში; ახმეტის რაიონულ გაზეთ "ბახტრიონის" მთავარ რედაქტორად; თბილისის ერთ-ერთი კერძო პედაგოგიური ინსტიტუტის ახალი ლიტერატურის მასწავლებლად, ამავე ინსტიტუტის რექტორად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სასწავლო ასეულის მეთაურის მოადგილედ; "სამხედრო გაზეთის" კორესპონდენტად, საინფორმაციო განყოფილების რედაქტორად. სამხედრო გამომცემლობა "ჩირაღდანის" მთავარ რედაქტორად. წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა ახმეტის რაიონულ გაზეთ "ბახტრიონში" 1978 წელს. ამის შემდეგ მისი ლექსები, პოემები, მოთხრობები, ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათისა და პუბლიცისტური წერილები პერიოდულად იბეჭდება საქართველოს პრესაში: გაზეთებში - "ბახტრიონი", "ახალგაზრდა ივერიელი", "საქართველოს რესპუბლიკა", "ერი", "მამული", "ახალი საქართველო", "სახალხო განათლება", "ლიტერატურული საქართველო", "მესამე გზა", "რუბიკონი", "ჩვენი მწერლობა", "ასი მწერლის გაზეთი", "სამხედრო გაზეთი", "საპატრიარქოს უწყებანი", ჟურნალებში - "პირველი სხივი", "ნობათი", "მნათობი", "კრიტიკა", "ლიახვი", "პირიმზე", "ბალავარი", "ღიმილი". ლირიკული პოემა "უღელი" და რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა პარიზში გიორგი წერეთლის რედაქტორობით გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ "გუშაგში". მისი ლექსები დაბეჭდილია "ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში". შეყვანილია ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენროხის მიერ გერმანიაში დაბეჭდილ "ქართული მწერლობის ანთოლოგიაში". ჩატარებული აქვს არაერთი პოეზიის საღამო და ლიტერატურული შეხვედრა როგორც თბილისში, ისე რაიონებში. არაერთგზის მონაწილეობდა რადიო-სატელევიზიო ლიტერატურულ გადაცემებში. არის პოეტურ ორდენ "მარად ახალი ქნარის" დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, რომლის პირველი ოფიციალური გამოსვლაც მოხდა 1993 წლის 2 აპრილს ხელოვნების მოღვაწეთა სახლში.

Member of Organizations

  • ლიტერატურული ალმანახი "პირველი სხივი", რედკოლეგიის წევრი

Awards and Honors

  • პანკისის ხეობის საპატიო სტუმარი

Bibliography


Share: