Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირმა შიოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს; სწავლობდა გერმანიაში, ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში გერმანისტიკას და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას (კომპარატისტიკას). 1993-1998წწ. საზოგადოებრივ არხზე მიჰყავდა გადაცემათა ციკლი თანამედროვე ქართულ მწერლობაზე (პროგრამებში "ანიდან ჰოემდე" და "ცხრიდან თორმეტამდე"). 1998-2005წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის (უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრა) და ბონის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურატურათმცოდნეობის კათედრაზე დოქტორანტურაში. საქართველოში გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული: "არარსებული სიტყვა" ("მერანი", 1992), "მოლურჯო თაღი" ("მეცნიერება", 1996, ქართულ-რუსული გამოცემა), "ცრემლის ნაფეხური" ("მერანი", 2003), "ფოთლების ხიდი" ("საარი" 2009), "ორშაბათი" ("საუნჯე", 2013), "ოქტომბერი" ("ინტელექტი", 2020); 2011 წელს გერმანიაში გამოიცა მისი წიგნი "ფოთლების ხიდი" ("Eine Brücke aus bunten Blättern", Kaukasische Bibliothek, Band 3. POP Verlag, Deutschland), ხოლო 2018 წელს – "თავდაყირა" ქართულ-გერმანულად გამოიცა ("Kopfüber", Kaukasische Bibliothek, Band 19. POP Verlag, Deutschland). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე და შესულია არაერთ უცხოენოვან ანთოლოგიაში. 1999 წლიდან დღემდე ბონის სამოქალაქო რადიო "ლოკომში" უძღვება საავტორო გადაცემათა ციკლს "სარკმელი საქართველოსკენ". მუშაობს ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) დოცენტად. სადისერტაციო თემა – "მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა", დაიცვა 2005 წელს. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |