The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა დოლბაია

ვაჟა დოლბაია
სხვა სახელი:ეგრისელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი ხორგა, ხობის რაიონი.

დაამთავრა კავშირგაბმულობის ინსტიტუტი 1961 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1967 წელს, მოსკოვის მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტი 1983 წელს.

მისი სამწერლო ნათლობა 1967 წელს შედგა, როდესაც ხობის რაიონულ გაზეთში გამოაქვეყნეთ ლექსი "დედა". მას შემდეგ მისი ლექსები სისტემატურად ქვეყნდება ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდის ცალკე წიგნებად. ქართველმა მკითხველმა შეიყვარა და გაითავისა მისი ისეთი პოეტური კრებულები, როგორიცაა "ამაღლება", "ნათელხილვა", "საგალობელი", "სიცოცხლე", "უნაპირობა", "აისბერგები", "მოლოდინი", "შეიბნ მახვილი" (1990), "იქმენ ნათელი" (1993)... ცალკე აღნიშვნის ღირსია "კოლხური ფსალმუნები" ხუთ ტომად, რომელიც ოცი ათასზე მეტ ლექსს შეიცავს. სულ არის ოცდაათამდე წიგნის ავტორი. თარგმნილი და ცალკე წიგნებად აქვს გამოცემული. საზღვარგარეთის ქვეყნების ორმოცდაათზე მეტი ახალგაზრდა პოეტის ლექსების მცირე ანთოლოგია "ოქროს მტევანი", აგრეთვე, ფეოდორ ტიუტჩევის ლექსები. იგი იყო გამომცემლობა "მოლოდინის" გენერალური დირექტორი, რედაქტორობდა გაზეთებს — "ამაღლებას", "აკადემოსს", "ქალდეას"...

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.126-127

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: