The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბრეგაძე

ლევან ბრეგაძე
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს.

1978-1986წწ. იყო ჟურნალ "კრიტიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991წწ. იგივე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990წწ. გაზეთ "მამულის" რედაქტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე;  2003 წლიდან "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიური თემატიკა გაზეთ "კაუკაზიშე პოსტის" ფურცლებზე (1906-1914)“, დაიცვა 2005 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.64

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1984-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1978-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • 2012 - გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია
  • 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • 2007 - პრემია "საგურამო"
  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • 1993 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, ლიტერატურული კრიტიკა

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: