Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მორალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკის კათედრის დოცენტი. ოცდასამი წლის მანძილზე მუშაობდა ა.კ. რკინიგზის ქუთაისის N11 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მეთოდისტად, მათემატიკის კათედრის დოცენტად, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად, ქუთაისის სოფლის მეურნეობის საერო ინსტიტუტის რექტორად. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საქართველოს სახალხო განათლების წარჩინებული მასწავლებელ - მეთოდისტი (1983). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ძიების სწავლება საშუალო სკოლის ალგებრა და ანალიზის საწყისების კურსში", დაიცვა 1987 წელს (ქ. მოსკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასკოლო მათემატიკის ამოცანების ამოხსნის ძიების სწავლების მეთოდიკური საფუძვლები", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.574 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |