ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ვარლამ ქელბაქიანი
ოფიციალური სახელი: | ვალერიან ქელბაქიანი |
დაბადების თარიღი: | 1 იანვარი, 1933 |
გარდაცვ. თარიღი: | 2002 (68 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | ქუთაისი |
კატეგორია: | მათემატიკოსი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ოჯალაში, ტყიბულის რაიონი.
დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს.
მუშაობდა ქუთაისის საშუალო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად, ინსტიტუტის უფროს მეთოდისტად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდების და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგედ; ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორად. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადოქტორო თემა – "მათემატიკის საგანთშორისი კავშირის ფუნქცია მომავალი მათემატიკის მასწავლებლის მომზადებაში", დაიცვა 1988 წელს.
წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.112
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საზოგადოება "კოლხეთის" რეგიონული საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე
- საზოგადოება "ქუთაისელი", წევრი
- საქართველოს პედაგოგიური და ეროვნული მეცნიერებების აკადემია, აკადემიკოსი
- ქუთაისის საკრებულო, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
- 1998 - ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- 1983 - უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
ბიბლიოგრაფია
- მათემატიკის სწავლების მეთოდიკა : სახელმძღვ. უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ. სტუდენტებისათვის. ნაწ. 1 : ზოგადი მეთოდიკა. (ავტორი). - ქუთაისი, 2001. - 314გვ.
- პირამიდიდან სვეტიცხოვლამდე : გეომეტრიის ამოცანათა კრებული (რედაქტორი). - თბილისი, ინტელექტი, 1997. - 200გვ.
- Межпредметные связи в естественно-математической и педагогической подготовке учителей (ავტორი). - Тбилиси, Ганатлеба, 1987. - 291с.
- მათემატიკის ამოცანათა კრებული მეთოდური მითითებებით (თანაავტორი). - თბილისი, განათლება, 1983. - 396გვ.
- ალგებრა და ანალიზის საწყისები საშუალო სკოლის მათემატიკის კურსში : მასწავლებელთა დასახმარებლად. (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1980. - 327გვ.
- Изучение элементов линейного программирования в средней школе (ავტორი). - Тбилиси, Изд. Тбил. ун-та, 1980. - 89с.
- ინტეგრალი საშუალო სკოლის მათემატიკის ფაკულტატურ კურსში : დამხმ. სახელმძღვ. ფაკულტატიური მეცადინეობისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1975. - 107გვ.
- წარმოებულისა და ინტეგრალის სწავლება საშუალო სკოლაში (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1974. - 255გვ.
- მეთოდური მითითებანი და საკონტროლო სამუშაოები მათემატიკაში (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1967. - 51გვ.
|