Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელდარ ბუბულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვარძია, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1985წწ. - მცხეთის რაიონის ერედის არასრული საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1990-2005წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; 2001 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ჟურნალის "ლოგოსის" დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი; 1999 წლიდან - ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" რედკოლეგიის წევრი; 1990 წლიდან - თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი; 2006 წლიდან - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან - საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლი ეკლესიის საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის კომისიის წევრი; 2003 წლიდან - საქართველოში ანდრია მოციქულის მიმოსვლის გზის დამდგენი მუდმივმოქმედი ექსპედიციის წევრი; 2009 წლიდან - ენციკლოპედია "საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და კონსულტანტი; 2012 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული საქართველოს წყაროების დამდგენი კომისიის წევრი; 2011-2016წწ. - წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2012 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ენციკლოპედიის რედაქციის წევრი; 2013 წლიდან - საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის კონსტიტუციური შეთახმებით გაფორმებული სამთავრობო კომისიის წევრი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი. გამოქვეყნებული მაქვს 240 სამეცნიერო ნაშრომი. აქედან 15 წიგნი და მონოგრაფია. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზაქარია ჭიჭინაძე და საქართველოს ისტორიის საკითხები"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგზარქოსობის პერიოდში", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.404; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |