The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზო ვაშაკიძე

გიზო ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, მწერალი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს, 1986 წელს ამავე უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი ფერწერის განხრით.

მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტის ცივილიზაციების ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და ასევე რამდენიმე სამეცნიერო ექსპერიმენტის ავტორი, კერძოდ კი მის მიერ შექმნილია რამდენიმე ორიგინალური კონსტრუქცია, რისი მეშვეობითაც ჩატარდა ლაბორატორიული ექსპერიმენტი: 1 –კონსტრუქცია: რის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა ტორნადოს და ქვიშოვანი ქარიშხლის ტიპის ქარის მოძრაობის იმიტაცია ლაბორატორიულ პირობებში; 2 – კონსტრუქცია: რომელიც ქმნის მზის სხივების მოძრაობის იმიტაციას (დილიდან საღამომდე), რის შედეგადაც ფიქსირდება: სხივთა განფენილობა პირამიდების გარშემო, ტემპერატურის არათანაბარი განაწილება და ჯამური რადიაცია; 3 –კონსტრუქცია, რომლის მიხედვით დგინდება, თუ როგორ ეზიდებოდნენ ძველი ეგვიპტელები პრიმიტიული საშუალებებით, პირამიდების მშენებლობაში გამოყენებულ მძიმე ბლოკებს. აღნიშნული კონსტრუქციების გამოყენება შესაძლებელია როგორც სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ასევე სასწავლო დაწესებულებებისთვის, საილუსტრაციოდ. 2006 წელს მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის წოდება. ძირითადი საქმიანობის გარდა ავტორი გატაცებულია ფერწერით. შექმნილი აქვს რამდენიმე ასეული ფერწერული ტილო, რომელიც ინახება  სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.  არის ოთხი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე. ავტორი მუშაობს სხვადასხვა მასალით: ზეთი, აკრილი, გუაში, აკვარელი. გ. ვაშაკიძე არის რამდენიმე ნოველის, ლექსისა და პიესის ავტორი. 2012 წელს გამოვიდა მისი ნოველების წიგნი სახელწოდებით "მრგვალი სამკუთხედი", რომელიც ლიტერატურულ პრემია "საბა" -ზეა წარდგენილი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: