Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცისანა აბულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობს ხელნაწერთა ინსტიტუტში, აგრეთვე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიის კათედრის გამგის მოადგილედ. ავტორია წიგნებისა: "სულხან-საბა ორბელიანის სიტყვანის თურქული თარგმანები"(1968), ხელნაწერთა ინსტიტუტის არაბულ, თურქულ და სპარსულ ხელნაწერთა კატალოგი (1969, თანაავტორები რ. გვარამია მ. მამაცაშვილი), გურჯიზადე, "თბილისის დაპყრობის წიგნი" (თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევით და კომენტარებით, 1975), "ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი" (თურქული ტექსტი ქართული თარგმანით და გამოკვლევით, 1979, თანაავტორი მ. სვანიძე), "თურქული წყაროები XVI საუკუნის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის"(1983), "საქართველოს ისტორიის XV-XVIII საუკუნის ოსმალური დოკუმენტური და ნარატიული წყაროები" (1989); არის 6 წიგნისა და 60-მდე სტატიის ავტორი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991); იკვლევდა საქართველოს ისტორიის ოსმალურ წყაროებს; თურქოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.37; facebook.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |